24 | 06 | 2017

ომარ გოგიჩაიშვილი მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ომარ გოგიჩაიშვილმა ჯუნეწრის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
,,მოგახსენებთ, რომ ვარ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრი. საანგარიშო პერიოდში ვესწრებოდი საკრებულოს ყველა სხდომას. გარკვეულ მონაწილეობას ვღებულობდი კომისიისა და ფრაქციის მუშაობაში, მთელი წლის მანძილზე პერიოდულად ვხვდებოდი ამომრჩეველს“, აღნიშნა შეხვედრაზე ომარ გოგიჩაიშვილმა.
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას სოფლის პროგრამისა და ინფრასტრუქტურული პროექტებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო: მიმიდინარე წელს დაიწყო ცენტრალური გზის ასფალტირება, წერეთლის ქუჩაზე დაიგო რკინა-ბეტონის გზა, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა წყალმომარაგების სისტემის გამართული მუშაობის კუთხით, გარკევეულ ქუჩებზე მოიხსნა სანიაღვრე არხების პრობლემა, გაკეთდა ასევე დამცავი ჯებირები. სოფელს უკვე აქვს ფეხბურთის მინი-სტადიონი, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს საკალათბურთო მოედნის მოწყობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე თვეში ქარბორბალამ 5 ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავი დაუზიანა და ხელისუფლების მხრიდან მყისიერად მოხდა აღნიშნულზე რეაგირება. 
მან ასევე პრობლემების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად ხდება წყალმომარაგებაში შეფერხება, ასევე ითიშება გარე განათება, დღემდე ვერ მოხერხდა ჯუნეწრ-ჯაბელის გადასასვლელი გზის მოწესრიგება. 
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში არსებული პრობლემები. მოსახლეობის მოთხოვნაა წლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება, სოფელში სანაგვე ურნების განთავსება, საყანე ფართობებთან მიასვლელი გზის მოწესრიგება, ცენტრალური გზის სრულყოფილად მოასფალტება.

საჯარო ინფორმაცია