24 | 08 | 2017

ბესიკ ტაბიძე ნიგვზიანის მოსახლეობას შეხვდა

საკრებულოს წევრი ბესიკ ტაბიძე ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
,, ვარ საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. კომისია მუშაობს აქტიურად, ეს იქნება ინფრასტრუქტურული თუ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კუთხით. მოსმენილი აქვს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში, უდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშები. გარდა ამისა ინფრასტრუქტურის კომისიის სახელზე შემოდის განცხადებები არა მარტო ნიგვზიანიდან, არამედ სხვა სოფლებიდანაც (ნიგოითი, ჩოლობარგი, ჩიბათი და ა.შ)“, აღნიშნა ბესიკ ტაბიძემ. 
საკრებულოს წევრმა ნინოშვილის სახლ-მუზეუმის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და იქ ახალი შენობა გაკეთდა. თუმცა ცუდ მდგომარეობაშია საგამოფენო დარბაზი, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. მიმდინარე წელს სოფელ ნიგვზიანში მოეწყო გარე განათება, ჯიხანჯირსა და არჩეულში გაკეთდა მოსაცდელები, გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყო ბეტონის სანიაღვრე არხები , მილ-ხიდები, სოფელ ხაჯალიაში წიაღობანის გზის გაუვალ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის გზა, სოფელ ჩანჩეთში აღდგა წყალგაყვანილობის სისტემა. 
დეპუტატმა ბესიკ ტაბიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიის თანხით სოფ. ხაჯალიაზე კეთდება საყანე ფართობებში შემავალი გზები, ასევე ჯიხანჯირში ასასვლელი გზა, სოფ.ნიგვზიანში კეთდება ქუჩის გარე განათება, რომელიც დაპროექტებულია და ახლო მომავალში დაიწყება სამუშაოები. ასევე არჩეულში - ჩიქვეთში მოიხრეშება გზა. 
მანევე აღნიშნა, რომ ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღში დაემატა მე-3 ჯგუფი, ხოლო სოფ.ხაჯალიაზე მე-2 ჯგუფი. მისი ინფორმაციით ნიგვზიანში გაკეთდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი 4 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი. 
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, მოსხლეობამ აქტუალური პრობლემების შესახებ ისაუბრა.

საჯარო ინფორმაცია