22 | 08 | 2017

ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები დააზიანა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერის ქარის შედეგად რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ლანჩხუთის ოფისის მენეჯერმა გვაცნობა, დღის ბოლომდე ყველა სოფელს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
ძლიერმა ქარმა შუხუთის, ნიგვზიანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახლის სახურავები დააზიანა. ქალაქისა და რამდენიმე სოფლის ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხეები. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე მუშაობენ.

 

საჯარო ინფორმაცია