23 | 10 | 2017

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა

21 ნოემბერს ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზი საკმაოდ საინტერესო გამოფენას დაეთმო. ქუთაისში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. საკმაოდ საინტერესოდ შექმნილი საეკლესიო ნივთები, სასულიერო პირის შესამოსელი, ხელით ნაკეთები უამრავი ლამაზი ნივთი დამთვალიერებელს არაჩვეულებრივ განწყობას უქმნიდა.
გამოფენის ორგანიზატორები: იზოლდა მელიქიშვილი, ნანა აზიზიანი, ლია ანიაშვილი, დარიკო თევდორაძე-ჩიხლაძე და თინათინ მაჭავარიანი გახლდათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა