28 | 06 | 2017

ღრმაღელეში გამგებლის ახალი წარმომადგენელი დანიშნეს

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ღრმაღელეში გამგებლის ახალი წარმომადგენელი, გოჩა დოლიძე ოფიციალურად წარადგინა.
წარდგენას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ესწრებოდა.
ღრმაღელის მოსახლეობამ კმაყოფილებით მიიღო ახალი წარმომადგენელი:
"ახალგაზრდაა, ენერგიული და ვენდობით. სოფელი იცის, რაც მთავარია, თან კარგი ოჯახის შვილია, მთავარია, რომ ჩვენი ნდობა აქვს" - გვითხრეს სოფელში.
თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი წარმომადგენელი იქნება ხიდი სოფლის მოსახლეობასა და გამგეობას შორის:
"მჯერა ამ ახალგაზრდა კაცის და დარწმუნებული ვარ, რომ მისი თაოსნობით ღრმაღელეში ბევრი კარგი რამ გაკეთდება, რაც აუცილებლად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე" - აღნიშნა გამგებელმა.
გოჩა დოლიძე თანასოფლელებს დახმარებას და გამგეობასთან შუამდგომლობას დაპირდა:
"მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ღრმაღელეში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდეს" - აღნიშნა გამგებლის ახალმა წარმომადგენელმა.

საჯარო ინფორმაცია