24 | 06 | 2017

ნონა მურვანიძე აკეთის მოსახლეობას შეხვდა

საკრებულოს წევრი ნონა მურვანიძე აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
,,ვარ საკრებულოს ფრაქცია „მეტი ქალი პოლიტიკაში“ თავმჯდომარე და ორი კომისიის წევრი“, მიმართა ნონა მურვანიძემ შეკრებილ მოსახლეობას.
საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ფრაქციის მიერ მოხდა ბიბლიოთეკების დათვალიერება, დაწყებულია კომპიუტერიზაციის პროცესი, თუმცა წიგნადი ფონი შევსებას საჭიროებს. ავარიულ მდგომარეობაშია ასევე შენობების უმეტესობა.
დეპუტატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მაქსილამურად უნდა იყვენენ ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში და ასევე სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საკითხებში, რადგან მოსახლეობამ უკეთ იცის თუ რა არის პრიორიტეტული მათი სოფლისთვის.
საკრებულოს წევრმა ფრაქციის მიერ ინიცირებული საკითხიც გააცნო მოსახლეობას, რომლის თანახმად 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების ფინანსური დახმარების პროგრამა. კერძოდ, არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 001-დან 100 001 ქულამდეა, დახმარება განესაზღვროს ოპერაციის ღირებულების 50%-ით. ასევე მოხდეს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების, ოპერაციების ღირებულების ანაზღაურების თანადაფნასება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი სავარაუდოდ განისაზღვრება 100 000 ლარით. 
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მოსახლეობამ პრობლემების შესახებ ისაუბრა. 
ზემო აკეთის, გაგურისა და სოფელ ჭანაჭათის მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნაა გზის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. უამინოდბისას კი მდგომარეობა უფრო მძიმდება.
მათი თქმით, რკინა-ბეტონის საფარი მხოლოდ მცირე მონაკვეთზე დაიგო. გაგურის მოსახლეობის მოთხოვნაა წყლის რეაბილიტაცია. 
დეპუტატმა ნონა მურვანიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და მათ გვერდით დგომას დაპირდა.

საჯარო ინფორმაცია