26 | 06 | 2017

აცრები მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საქონლის ვირუსული დაავადების ნოდურალური დერმატიტის საწინააღმდეგო აცრები. ეს დაავადება ჩვენს ტერიტორიაზე პირველად გავრცელდა. პროფილაქტიკურ აცრებს ვეტერინარ ექიმთა 6 ჯგუფი ატარებს. დღეის მდგომარეობით აცრილია 5677 სული პირუტყვი. აცრები ჩატარებულია ნიგოითის, ჩოჩხათის, ქალაქისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სპეციალისტთა ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, რომ შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყონ სამუშაოების დამთავრება და მოსახლეობა დაიცვან მოსალოდნელი ზარალისაგან.
აღნიშნული დაავადება სწრაფად ვრცელდება. არ გადადის ადამიანზე. ცხოველის აცრიდან 7 დღის განმავლობაში არ შეიძლება საკვებად რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხორცის გამოყენება. აცრა არ უტარდება დაავადებულ საქონელს. დაავადების მაჩვნებელია კანზე გამონაყარის არსებობა. აკრძალულია პირუტყვის ოჯახურ პირობებში დაკვლა. დაავადებული პირუტყვის რძესა და ხორცს აქვს მყრალი სუნი, კანი არ შრება.
საკვებად უარგისია. აცრის შესეგად ცხოველი იძენს ერთწლიან იმუნიტეტს. აცრა არ უტარდება საქონელს მოგებამდე 2 კვირის მანძილზე. ვაქცინა მშრალია, იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში. გახსნილი ვაქცინის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 2 საათის განმავლობაში. შესაბამისი ტემპერატურის პირობებში ცივი ჯაჭვის პრინციპით (+2+8 გრადუსი ცელსიუსი).
იცრება კლინიკურად ჯანმრთელი პირუტყვი 4 თვის ასაკიდან. ერთი დოზა (1 მლ) კანქვეშ კისრის შუა მესამედში. აცრას ატარებს ვეტერინარი ექიმი. ვაქცინაცია უფასოა. დაუშვებელია ვაქცინის სხვა პირზე გადაცემა ან დატოვება.
არის დაავადების ბევრი შემთხვევა, რომლის სამკურნალოდ ადგილობრივ ვეტერინარ სპეციალისტებს შემუშავებული აქვთ მკურნალობის შესაბამისი კურსი. 
ადმინისტრაციულ ერთეულებში აცრების ჩატარების ორგანიზაციულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. მოსახლეობას კონსულტაციების მიღების მიზნით შეუძლიათ დაუკავშირდნენ ვეტერინარ ექიმებს ტელეფონზე 595 221170; 595 075679

საჯარო ინფორმაცია