20 | 10 | 2017

2012-2016 მიმდინარე და ჩატარებული სამელიორაციო სამუშაოები

2012-2016 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 4 სარეაბილიტაციო პროექტი ჯამური ღირებულებით 1 330 851 ლარი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დედაბერა-ნიგვზიანის მაგისტრალურ დამშრობ არხს, დედაბერა-ნიგვზიანისდამთისძირაარხზე ჰიდროტექნიკურინაგებობებს, მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების რეაბილიტაციის I ეტაპის ფარგლებში საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, სოფ.წყალწმინდაში სუფსისა და სეფა-ჩირეს დამშრობმასივს. შედეგი: 895 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 54 კმ. სადრენაჟე არხს. ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა - 121 კმ. სამელიორაციო არხი. მიმდინარეობს . მდინარე ფიჩორას გასწორხაზოვნებული მონაკვეთების საპროექტო პროფილის და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის II ეტაპი. პროექტი, რომლის ღირებულებაა470 000 ლარი, 2017 წელს დასრულდება. შედეგი: 2900 ჰექტარზე ჭარბიწყლის მოცილება. . რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, რიონის მარცხენა სანაპირო მასივზე, ნიგოეთის თემის სოფელ ჭყონაგორის და სოფელ ნიგოეთის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია. ღირებულება - 500 000 ლარი. 2016 წლის ბოლოს დასრულდება. შედეგი: 480 ჰექტარზე ჭარბი წყლის მოცილება. 2016 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის პროექტის მიხედვით იგეგმება რიონი-ჩოლოქის მდინარეთაშორის მასივზე, რიონის მარცხენა სანაპირო მასივზე, ნიგოეთის თემის სოფელ ჭყონაგორის და სოფელ ნიგოეთის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია (IV ეტაპი). სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 49 386 ლარი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა