18 | 12 | 2017

სოციალურ საკითხთა კომისიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტის პარამეტრებზე განმარტებები მოისმინა.
კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ-ების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტები განიხილეს. მათ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში გაცილებით მეტი რაოდენობის თანხაა მოთხოვნილი, ვიდრე მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის პროექტშია წარმოდგენილი.
კომისიის წევრების განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსმალურად უნდა მოხდეს ა(ა)იპ-ების დაფინანსება, რათა მათ შეძლონ ფუნქციონირება. 
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ კომისიის წევრებთან ერთად ვეტერანთა კავშირის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, № 1 საბავშვო ბაღის სამეურვეო კომიტეტის განცხადებები განიხილა, რომლებიც კომიისიის სახელზე შემოვიდა. 
კომისიამ ასევე საკრებულოს ფრაქციის ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ მიერ ინიცირებული პროექტი განიხილა, რომელიც ოპერაციის თანადაფინანსებას გულისხმობს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა