21 | 08 | 2017

საკრებულოს კომისებსა და ფრაქციებში აქტიურად მიმდინარეობს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა

საკრებულოს კომისებსა და ფრაქციებში აქტიურად მიმდინარეობს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა.
ამჯერად 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა, ფრაქციის წევრებთან ერთად წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მუხლობრივად განიხილა.
ფრაქციამ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებთ.
მათი თქმით, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ ინიცირებულ საკითხს, გასულ წელს საკრებულოს 31 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტი ითვალისწინებდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურის, ბაზილიკის აღდგენასა და ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ნამონასტრალთან მისასვლელი კიბის მოწყობა. თუმცა სამუშაოები დღემდე არ განხორციელებულა. 
ფრაქცია მოითხოვს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას აღნიშნული პროექტი. 
ასევე ფრაქცია მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს გრეიდერის შეძენა, ვინაიდან გასულმა ზამთარმა ნათლად აჩვენა მისი საჭიროების აუცილებლობა.

საჯარო ინფორმაცია