18 | 12 | 2017

ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებრივმა დარბაზმა განიხილა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბა. შეხვედრის მიზანი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების განხილვა გახლდათ.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა დარბაზის წევრებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის, მისი პრიორიტეტების, სიახლეებისა და ძირითადი პარამეტრების შესახებ.
სამუშაო შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დარბაზის წევრების განცხადებით, სასურველია 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას კულტურის სახლის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრვი საპირფარეშოს მოწესრიგებისა და ქალაქის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ასვე ბაღის აღმზრდელ-პედაგოგების ხელფასის მატება და სხვა საკითხები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა