28 | 06 | 2017

ლანჩხუთმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უმასპინძლა

ლანჩხუთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ საინტერესო გამოფენას უმასპინძლა, სადაც წარმოდგენილი გახლდათ ქუთაიში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგებისა და მოსწავლეების ნამუშევრები.
გამოფენა მიეძღვნა დედა თამარ უროტაძის ხსოვნას (დედა თამარი ფერისცვალების დედათა მონასტერში, თბილისში მოღვაწეობდა ), რომელიც მისი მოწაფის დარიკო თევდორაძე-ჩიხლაძის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დედა თამარის ნამუშევრებიც, ხალხური რეწვის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, საეკლესიო ნითები, მეფეთა -თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის შესამოსლები. 
გამოფენის ორგანიზატორები: იზოლდა მელიქიშვილი, ნანა აზიზიანი, ლია ანიაშვილი, დარიკო თევდორაძე-ჩიხლაძე და თინათინ მაჭავარიანი გახლდათ.
გამოფენას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრები სტუმრობდნენ.

საჯარო ინფორმაცია