20 | 10 | 2017

საკრებულოს ფრაქციამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

საკრებულოს ფრაქციამ ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ 2017 წლის
ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტის პარამეტრებზე განმარტებები მოისმინა.
ფრაქციამ გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ბიუჯეტთან დაკავშირებთ. მათი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ჯიხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ნამონასტრალთან მისასვლელი კიბის გაკეთება, რომელსაც მხარი 31 საკრებულოს წევრმა დაუჭირა, თუმცა პროექტი დღემდე არ განცხორციელებულა. ფრაქცია მოითხოვს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას აღნიშნული პროექტი.
ასევე მართებულად თვლიან, რომ ფრაქციის მიერ ინიცირებულმა საკითხმა, რომელიც ოპერციების თანადაფინანსებას გულისხმობს, ასახვა სოციალურ პროგრამებში უნდა ჰპოვოს. 
მათივე თქმით, ბიბლიოთეკები და ლანჩხუთის კულტურის სახლი საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას 2017 წლის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 
ამ და სხვა შენიშვნებს, რომელიც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა, ფრაქცია აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწვდის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა