24 | 08 | 2017

ფრაქციამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

საკრებულოს ფრაქციამ ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს- როლანდ ლაშხიასთან ერთად განიხლა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტის პარამეტრებზე განმარტებები მოისმინეს.
ფრაქცია მიიჩნევს, რომ პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული, შემცირებულია სოციალური დახმარების პაკეტები, მათივე თქმით, შეუსაბამობაა მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების მიერ წარმოდგენილ ბიუჯტის პროექტსა და გამგეობის მიერ შემოტანილ მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს შორის. ა(ა)იპ-ების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი 2 მილინით მეტია, ვიდრე მომავალი წლის მუნიუციპალიტეტის მთავრ დოკუმენტშია ასახული.
ფრაქცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტი ამ და სხვა შენიშვნებით აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა დაუბრუნდეს.

საჯარო ინფორმაცია