20 | 10 | 2017

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გამიართა

21 და 22 ნოემბერს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროს- როლანდ ლაშხიასთან და კომისიის წევრებთან ერთად 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მუხლობრივად განიხილა.
პროექტის მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 8414000 ლარით განისაზღვრა.
მომავალი წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტებია:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
განათლება;
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების ბიუჯეტი განიხილეს. მათ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში გაცილებით მეტი რაოდენობის თანხაა მოთხოვნილი, ვიდრე მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის პროექტშია წარმოდგენილი. 
საფინანსო კომისიის წევრების განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსმალურად მოხდება ა(ა)იპ-ების მოთხოვნების დაკმაყოფილება .

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა