22 | 08 | 2017

ჯიხეთის მონასტრისკენ მიმავალი გზა იხრეშება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროს თენგიზ ხელაძესთან ერთად დღეს ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოხრეშვა გადაწყვიტა. მონასტერში მომსახურე მონაზვნებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიმდინარე სამუშაოების გამო. შეგახსენებთ, რომ ჯიხეთის დედათა მონასტერს მალე დაარსებიდან 120 წელი უსრულდება.

საჯარო ინფორმაცია