26 | 06 | 2017

ემზარ თევდორაძე აცანის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ემზარ თევდორაძე აცანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
,,მოსახლეობასთან შეხვედრა ხშირად მაქვს, მაგრამ ამჯერად რეგლამენტი გვავალდებულებს საკრებულოს წევრებს ამომრჩეველს ჩვენს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარვუდგინოთ“, განაცხადა საკრებულოს წევრმა.
დეპუტატმა მოსახლეობას აცანაში განხორციელებული პროექტები გააცნო:
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აცანასა და ტელმანში მოეწყო ბეტონის გზა და რკინა -ბეტონის არხები. აცანის ცენტრში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. აღნიშნული ადგილი მეწყერსაშიში ზონაა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და გაბიონების მოწყობა. მათივე თქმით, სკოლის წინ აუცილებელია მოეწყოს სიჩქარის შემაფერხებელი. როგორც აღნიშნეს, მიმდებარე ტერიოტრია იტბორება და აუცილებელია პრობლემის მოგვარება. 
დეპუტატი მოსახლეობას მაქსიმალურ მხარდაჭერას და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

საჯარო ინფორმაცია