26 | 06 | 2017

ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სხდომა გაიმართა

დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
ფრაქციის სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია ესწრებოდნენ. ფრაქციის წევრებთან ერთად განიხილეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.
ფრაქციამ შენიშვნები გამოთქვა წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. მათი თქმით, აუცილებელია გადაიხედოს ა(ა)იპ-ების საშტატო განრიგი და მოხდეს რანგირების მიხედვით ხელფასების მოწესრიგება. ბიუჯეტის პროექტში უნდა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი სტიქიის შედეგად გადაუდებელი სამუშაოების დროულად ჩატარების მიზნით.
ფრაქციის განცხადებით ეს და სხვა შენიშვნები გათვალისწინებული უნდა იქნას ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში.

საჯარო ინფორმაცია