24 | 06 | 2017

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №23 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“. საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ობიექტისთვის ნუმერაციის მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, ,, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლისთვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული გიორგი ლომაძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. 
საკრებულოს სხდმაზე დამტკიცდა განკარგულებები - ,,2017-2021 წლების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის სანაპიროს მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმის დამტკიცების შესახებ” და ,,2017-2021 წლების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის სანაპიროს მდგრადი განვითარების ინტეგრირებული გეგმის დამტკიცების შესახებ”. 
გურიის რეგიონში მდებარე შავიზღვისპირა სოფელ გრიგოლეთის მდგრადი განვითარების წინამდებარე გეგმა მომზადებულია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისგან დაფინანსებული პროექტის ,,თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებსთვის“ ფარგლებში. 
სხდომას ესწრებოდა ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ამირან გიგინეიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აღნიშნული პროექტის შესახებ და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 
როგორც ამირან გიგინეიშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანს წარმოადგენს გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზონის დასახლებათა სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საშუალოვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით. პროექტში ჩადებულია ყველა მოძიებული ინფორმცია: მოსახლეობასთან ჩატარებული კვლევის შედეგები, თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული დასახლება 2021 წლისთვის, თუ ვინ უნდა განახორციელოს აღნიშნული პროექტი და ა.შ. 
დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ინფორმაცია