26 | 06 | 2017

მიხეილ სამხარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

23 ნოემბერს იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიაში რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში გაიმართა, რომელიც მიეძღვნა წარსულში ჭაბუკთა რესპუბლიკური თამაშების მესამე პრიზიორის, საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული მიხეილ სამხარაძის ხსოვნას. ტურნირში მონაწილეობა მეზობელი მუნიციპალიტეტების გუნდებმაც მიიღეს.
ჩემპიონები გახდნენ: თამაზ ღლონტი 29 კგ წონით კატეგორიაში, ზურაბ იაშვილი (32 კგ), ლუკა შარაბიძე (47 კგ), ლუკა ჭყონია (54 კგ), ლუკა ლომაძე (35 კგ), ნიკა ჩანკვეტაძე (54კგ).
მეორე ადგილზე გავიდნენ: ანრი თურმანიძე (32 კგ), ვახტანგ ჩხაიძე (42 კგ), გიორგი სურმანიძე (54 კგ), ლერი ქამაშიძე (უფროსი ასაკი), ამირან პაქსაძე (32 კგ), დავით ჩახვაძე (35 კგ), ავთანდილ ორაგველიძე (46 კგ), მამუკა გოგელია (53 კგ). 
მესამე ადგილზე გავიდნენ: ზაზა თევზაძე (23 კგ), ლუკა ბეკოევი (32 კგ). 
მეხუთე ადგილები დაიკავეს: ბესო სურმანიძემ, ოთარ ჯანელიძემ, რეზო ქამადაძემ, დავით გოგუაძემ, საბა ჯიჯიეშვილმა, გიორგი იაშვილმა, გიორგი გოგუაძემ და ილია ჩხაიძემ. 
გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს: უფროსი მწვრთნელი დავით მჟავია, მწვრთნელები: გოჩა ლომაძე, ზაზა ღლონტი, თემურ მარშანიშვილი. 
_ „ სპორტის განვითარებისთის ასეთი შეჯიბრებები აუცილებელია. ძალიან კარგი შედეგები დადეს ჩვენმა აღსაზრდელებმა. სამომავლოდ, მსგავსი ღონისძიებები კიდევ გაიმართება“._ განაცხადა სპორტული ცენტრის დირექტორმა გურამ იმნაიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია