24 | 06 | 2017

საჩუქრები მაჩხვარეთის საბავშვო ბაღს

3 დეკემბერს  ფონდმა "წილოსანმა" მაჩხვარეთის საბავშვო ბაღს ინკლუზიური სწავლებისთვის საჭირო სათამაშოები საჩუქრად გადასცა. საჩუქრების გადაცემას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატმა ნინო წილოსანი, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე.
მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში ინკლუზიურ განათლებას 9 ბავშვი იღებს, ფონდმა "წილოსანმა" სწორედ მათი ადაპტირებისთვის საჭირო სათამაშოები გადასცა საჩუქრად ბაღის ადმინისტრაციას, რისთვისაც როგორც ბაღის ხელმძღვანელობა, ასევე ინკლუზიური სწავლების პედაგოგები: ქეთევან იმნაიშვილი, ნათია ქინქლაძე და სოფიკო გვაზავა კმაყოფილები დარჩნენ:
"მართლაც საოცარი სათამაშოებია. რაც მთვარია, ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვების განვითარებისთვის აუცილებელი" - განაცხადა ქალბატონმა ნათია ქინქლაძემ.
ქალბატონმა ნინო წილოსანმა დაათვალიერა მაჩხვარეთის საბავშვო ბაღი და დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ბაღებს ასეთ დიდ ყურადღებას აქცევს.

საჯარო ინფორმაცია