28 | 06 | 2017

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ნინო წილოსანი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დღეს ლანჩხუთელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდნენ.
"გილოცავთ ამ დღეს. თუმცა მე შინაგანი პროტესტიც კი მაქვს ამ დღისადმი, რადგან ვთვლი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და თქვენ ეგებ უფრო მეტი შეძლოთ, ვიდრე ფიზიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა" - განაცხადა შეხვედრის დროს დეპუტატმა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ასეთი პირების ინტეგრირებისა და მათთან ხშირი შეხვედრებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე შერჩეული აქვს ფართი, რომელიც ადაპტირებული იქნება. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მაქსიმალური კეთდება მათი დახმარებისა და მათთვის სათანადო პირობის შესაქმნელად.
დეპუტატს ასევე აცნობეს, რომ მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებიდან ფინანსდება შშმ პირების მეირ წარდგენილი პროექტები.
"ადგილობრივი ხელისუფლება მართლა ძალიან გვიდგას გვერდით. ახლა მთავარია ოთახი მოეწყოს სათანადოდ, რომ ერთმანეთს შევხვდეთ, გავცვალოთ იდეები. მინდა გითხრათ, რომ უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია და გვაქვს ბევრი კარგი იდეა, რომლის განხორციელება ნამდვილად არ იქნება ძნელი, მით უმეტეს ასეთი მხადრაჭერის პირობებში" - აღნიშნა მარიამ ნუცუბიძემ.
თავის მხრივ დეპუტატიცა და მუნიციპალიტეტის გამგებელიც კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდნენ მათ.

საჯარო ინფორმაცია