22 | 08 | 2017

კომისიამ 85 ადამიანის განცხადება დააკმაყოფილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერად დახმარების მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს, დღეს მორიგი სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა 16-ვე ადმინისტრაციული ერთეულიდან შემოსული განცხადებები განიხილეს.
განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ დახმარება 85 ადამიანს გაეწევა, საერთო ჯამში გაიცემა 20 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, რომ კომისია იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს დახმარების მიღების თაობაზე, რომელსაც ასევე თან უნდა ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობითი ბარათიც.

საჯარო ინფორმაცია