20 | 10 | 2017

შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში, ანა გახოკიძემ და მაკა მალაყმაძემ, საინფორმაციო კამპანია გამართეს.
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. შეხვედრის მიზანი სწორედ სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია გახლდათ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ქალბატონმა ანამ განაცხადა, ამ დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გადაწყვეტილებით მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის იქნება: „ხმა აიმაღლე სხვისი უფლებისათვის დღეს“.
შეხვედრას ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ ცინცაძე.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა