საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 19 მარტი 2012 20:37

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში დაიწყო „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის  ანგარიშის“ განხილვა. საკრებულოს კომისიების სხდომებზე ანგარიში განიხილება 2012 წლის 26 მარტიდან 10 აპრილის  ჩათვლით შემდეგი განრიგით:  

სოციალურ საკითხთა კომისია, კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია - 2012  წლის 26 მარტი 12 საათი.

სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, კომისიის თავმჯდომარე ილო გვარჯალაძე - 2012 წლის 28 მარტი 12 საათი.

ინფრასტრუქტურის კომისია, კომისიის თავმჯდომარე - მერაბ წილოსანი - 2012   წლის 5 აპრილი 14 საათი.

ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისია, კომისიის თავმჯდომარე გია ორაგველიძე - 2012 წლის 26 მარტი 14 საათი.

საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია, კომისიის თავმჯდომარე  -  პაატა ფირცხალაიშვილი - 2012 წლის 6 აპრილი 12 საათი.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა“, ფრაქციის თავმჯდომარე დავით ჩხაიძე  – 2012 წლის 10 აპრილი 12 საათი.

საკრებულოს კომისიების სხდომები გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე–3 სართულზე, სააქტო დარბაზში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობის  ანგარიშთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 2012 წლის 6 აპრილამდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე:  ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. N37, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე–2 სართული (პასუხისმგებელი პირი ნინო ძიძიგური – საკრებულოს აპარატის უფროსი, ტელ: 0 494 22-30-09).