17 | 12 | 2017

ყოველკვირეული მიღება გამგებელთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გაიმართა.
მოქალაქეები გამგებელთან სხვადასხვა საკითხზე დახმარების თხოვნით იყვნენ მისულები. განსაკუთრებით აქტუალური იყო საცხოვრებელი სახლისა და საწვავით უზრუნველყოფის პრობლემა. ბატონმა ზაზამ თითოეულ მათგანს გულდასმით მოუსმინა და შესაძლებლობიდან გამომდინარე, დახმარებას დაპირდა.
აღსანიშნავია, რომ გამგებელთან მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები. მათ გამგებელს მუზეუმში არსებული პრობლემებისა და იმ წიგნის თაობაზე მოახსენეს, რომლის გამოცემა უახლოეს ხანებში იგეგმება. საუბარია წიგნზე "ძველი და ახალი ლანჩხუთი", რომლის თანაავტორი ირაკლი მახარაძეა. ამასთან, მუზეუმის თანამშრომლებს მუზეუმში მათი ანაზღაურების საკითხიც აღელვებდათ, გამგებელი მათ საკითხის შესწავლასა და გარკვევას დაპირდა.
მიღებაზე იმყოფებოდნენ კუპრეიშვილის ქუჩა #12-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები. მათ სახურავის პრობლემა ჰქონდა. ბატონმა ზაზამ პირობა მისცა ქალბატონებს, რომ აუცილებლად გაეწევათ შესაბამისი დახმარება.
გამგებელთან მიღებას ასევე ესწრებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა