20 | 10 | 2017

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. 
კომისიამ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის 2017 წლის პირველი კვარტლის და 2017 წლის სამუშაო გეგმები დაამტკიცა. 
სხდომაზე განიხილეს საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
კომისიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელა და გარკვეული მოსაზრებები დააფიქსირა პროექტის ირგვლივ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა