17 | 12 | 2017

წყალწმნდის საბავშვო ბაღში საახალწლო კარნავალი ჩატარდა

15დეკემბერს  წყალწმინდის ბაგა-ბაღში საახალწლო კარნავალი ჩატარდა. პატარა აღსაზრდელებმა საინტერესო ნომრებით გააცილეს ძველი წელი და მხიაულად შეეგებნენ 2017 წელს. ფიფქიასთან ერთად გააცოცხლეს ზღაპრის გმირები: მხიარული ჯუჯები, ფერიები, წითელქუდა, მგელი და სხვა ცნობილი პერსონაჟები.
პატარებმა სტუმრებს მხიარული სიმღერითა და ცეკვებით მოაწონეს თავი. განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია სანტა-კლაუსის გამოჩენამ, რომელმაც ბავშვებს საახალწლო ტკბილეული დაურიგა და მათთან ერთად იმღერა.
აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა დავით წულაძემ და ღრმაღელის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ მარშანიშვილმა მიულოცეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა