26 | 06 | 2017

სოციალურ საკითხთა კომისიამ მონიტორინგი განახორციელა

15 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ გეგმიური მონიტორინგი განახორციელა.
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა- ელენე ნაჭყებიამ, ელისო ჭიჭინაძემ, კახა ურუშაძემ და თემურ მარშანიშვილმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს არსებული მდგომარეობა.
მონიტორინგის შედეგად რიგი პრობლემები გამოიკვეთა, რომელთა შესახებ კომისიამ უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია. მნიშვნელოვანია კულტურის სახლის გადაუდებელი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, შიდა ეზოს მოწესრიგება და ა.შ როგორც კომისიამ განაცხადა მონიტორინგის მიზანი სწორედ პრობლემების მოგვარების გზით არესებული სიტუაცუიის გაუმჯობესება გახლავთ.
კომისიამ ასევე საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიების მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა. 
ღონისძიების მზადების პროცესი კულტურის სახლში აქტიურად მიმდინარეობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია