28 | 06 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიამ მონიტორინგი განახორციელა

16 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ამავე კომისიის წევრებმა- ნონა მურვანიძემ, დარეჯან ბურჭულაძემ და ემზარ თევდორაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
კომისიამ ის ქუჩები მოინახულა, რომლის შესახებაც დეპუტატებს პრობლემური საკითხები ინფრასტრუქტურის კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ჰქონდათ დაყენებული. კერძოდ, ჭავჭავაძის და გვარჯალაძის ქუჩებზე მოეწყო სანიაღვრე არხები, მუსხელიშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ დაიგო ასფალტის საფარი, ხოლო დუმბაძის ქუჩა მოიხრეშა. კომისია მიიჩნევს რომ სამუშაოები ხარვეზებით შესრულებული, რაც შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.
როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, კომისია კვლავ გააგრძელებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია