დონორები სისხლს აბარებენ

გამოქვეყნებულია პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 15:39

როგორც ვიუწყებოდით, დღეს დილის 11 საათიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მსურველ დონორთა მიღება დაიწყო საქართველოს ნაციონალურმა სისხლის ბანკმა.
ამ დროისათვის სისხლი 45 ადამიანმა გაიღო. მსურველების მიღება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გარდა სისხლის ჩაბარებისა, ყველა მსურველ დონორს უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღიღებული ლაბორატორიული კვლევა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.