21 | 08 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო დამსწრეებს.
საკითხის, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, განმარტება საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
მისი განმარტებით, ,, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკმებრის N2501 განკარგულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისა და მოვლა - შენახვის არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდოს 387734 ლარით და შემცირდეს ბინათმშენებლობის სხვა ხარჯების მუხლი 20885 ლარით, რომელიც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების 11 თვის ანალიზის შედეგად მიზანშეწონილად ჩაითვალა შემცირდეს გამგეობის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 13900 ლარით, ასევე გამგეობის შრომის ანაზღაურების მუხლი 11500 ლარით, სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის საქონელი და მომსახურების მუხლი 5000 ლარით, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 2000 ლარით, გარე განათების ელექტრო ენერგის ხარჯი 2300 ლარით, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური შენობა ნაგებობაში დახარჯული წყლის ღირებულების ხარჯი 2800 ლარით. შემცირების ხარჯზე გაიზარდოს გამგეობის შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასის ფონდის დაფინანსება 1000 ლარით, ა(ა)იპ გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის 7500 ლარით, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2400 ლარით, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის 6000 ლარით, ა(ა)იპ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის 1000 ლარით. ა(ა)იპ ლანჩხუთის კულტურის ცენტრის 1200 ლარით.
2016 წლის 9 დეკმებრის N2501 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისა და მოვლა - შენახვის არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდოს 20408 ლარით და შემცირდეს ბინათმშენებლობის სხვა ხარჯების მუხლი 1099 ლარით.
ა(ა)იპ ლანჩხუთი ტექ-სერვისის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის 13630 ლარის და ვალდებულების კლების 1623 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სუფსიდიის მუხლის დაფინანსება 15253 ლარით, ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის 4607 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 4607 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის 26395 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 26395 ლარით.
აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.
საკრებულომ მოსმინა „ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ხელმძღვანელობის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“
ანგარიში კლუბის აღმასრლებელმა დირექტორმა ოთარ ჩხაიძემ და ფინანსურმა დირექტორმა თენგიზ კიკვაძემ წარმოადგინეს. საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია