24 | 08 | 2017

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

21 დეკემბერს ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლანჩხუთის ა(ა)იპ ,,საგარეო- ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
ამ მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამრეწველო-სამეწარმეო პალატის თავმჯდომარე თამაზ ტრაპაიძე, მოადგილე ჯუმბერ ტუღუში და სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. სტუმრები და ა(ა)იპ ,,საგარეო-კავშირურთიერთობების, ინვესტიციების“ ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე თავდაპირველად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ მიიღო. 
მხარეებმა რეგიონული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. 
როგორც აღინიშნა, მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონში სხვადასხვა მიმართულებთ, მოხდება ბიზნეს-ინფორმაციების და გამოცდილებების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში წარმოებული სამრეწველო და სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას, მათ შორის ადგილობრივი ნაწარმის გამოფენის მოწყობასა ბათუმსა და ლანჩხუთში. 
ამის შემდეგ სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფერმერებთან, კოოპერატივებსა და მეწარმეებთან. შეხვედრას ასვე საკრებულოს წევრები, გამგებლის მოადგლე, ნუგზარ ცინცაძე ესწრებოდნენ. 
შეხვერაზე სავაჭრო-სამრეწველო პაატის პრეზენტაცია შედგა, ასევე გელა ზოიძემ ცენტრის ანგარიში წარადგინა. წარმატებული კოოპერატივები - ,,ნერგები“, ,წიქარა“, ,,ჩიბათი“, ,,გურიის თხილი“ , რომლებიც პროგრამის ,,ემპარდის“ გამარჯვებულები გახლავთ, სიგელებით დააჯილდოვეს. შეხვედრის ბოლოს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გელა ზოიძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თავაზ შავაძემ მოაწერეეს. 
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, გააძლიეროს კავშირები და ურთიერთობები აჭარასა და გურიის რეგიონებში მოქმედ ბიზნეს-სუბიექტებს შორის, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და გაძლიერებას, იყოს შუამავალი სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესმენებს შორის,დაიცვას მათი ბიზნეს ინტერესები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია