20 | 10 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა. ფრაქციამ დღის წესრიგი მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური და სოციალურ- კულტურულ ღონისძიებათა შესახებ ფრაქციის სხდომაზე განმარტებები გამგეობის სოციალური სამსახურის უფრსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა გააკეთა. მან პუნქტბრივად განიხილა ის პროგრამები, რომელთა განხორციელება 2017 წელს იგეგმება.
სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების შესახებ როლანდ ლაშხიამ ისაუბრა.
ფრაქციამ ასევე ომარ გოგიჩაიშვილის განცხადება განიხილა ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ დატოვების თაობაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა