24 | 06 | 2017

ფრაქციათა კოალიცია შეიქმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საკრებულოში შეიქმნა ფრაქციათა კოალიცია, რომელშიც გაერთიანებულია საკრებულოში მოქმედი ფრაქციები- ,,მაჟორიტარები“, დამოუკიდებლები“, ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები“, ,,ქართული ოცნება - მრეწველები”.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, ფრაქციათა კოალიცია შექმნილია და საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი -თვითმმართველობის კოდექსის“ საკრებულოს რეგლამენტის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ფრაქციათა კოალიცია სრულიად იზიარებს იმკურსს, რომელსაც ქვეყანაში მმართველი გუნდი ატარებს.
ფრაქციათა გაერთიანებას შეუერთადა საკრებულოს წევრები, გიორგი ჩახვაძე და რომან ბიწაძე, რომლებიც არც ერთი ფრაქციის წევრი არ გახლავთ.
ფრაქციათა კოალიცია თავმჯდომარეს უახლოეს ხანში აირჩევს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია