28 | 06 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში საახალწლო კარნავალი ჩატარდა

დღეს მაჩხვარეთის ბაგა-ბაღში საახალწლო კარნავალი ჩატარდა, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, საკრებულოს წევრები ია ჩხაიძე, დარეჯან ბურჭულაძე, გურამ კერესელიძე, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე და სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პატარა აღსაზრდელებმა საინტერესო ნომრებით გააცილეს ძველი, 2016 წელი. პატარებმა სტუმრებს მხიარული სიმღერითა და ცეკვებით მოაწონეს თავი. ბატონმა გიორგი ხელაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პატარებს და მათ აღმზრდელებს. აღსანიშნავია, რომ მაჩხვარეთის ბაღის აღსაზრდელი ნიცა გასანოვი დღეს ოთხი წლის გახდა. უნდა ითქვას, რომ არც ერთი პატარა უსაჩუქროდ არ დარჩენილა, ბავშვებს საახალწლო საჩუქრები სკოლამდელი-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია