რაულ კვანჭიანის ოჯახს გამგებელმა სარეცხი მანქანა გადასცა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 10:38

გაზეთ „გურია ნიუსის“ პროექტში მონაწილეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიიღო და მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, რაულ კვინჭიანის ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა.
„გურია ნიუსის“ რედაქციას კვანჭიანის ქალიშვილმა წერილი მისწერა. გოგონა თოვლის ბაბუას სარეცხი მანქანის ყიდვას სთხოვდა. ეს ნატვრა ამჯერად მუნიციპალიტეტის გამგებელმა აუხდინა და ოჯახს სარეცხი მანქანა გადასცა.
აფხაზეთიდან დევნილ კვანჭიანების ოჯახში 5 მცირეწლოვანი იზრდება.
ოჯახის უფროსმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.