23 | 10 | 2017

გამგებელმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ტკბილეული და სხვადასხვა სახის საახალწლო საჩუქრები გადასცა.
საჩუქრები, როგორც ქალაქში მდებარე სასადილოს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გადაეცემათ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ზაფხულში გამგებლის ინიციატივით, უფასო სადილი სოფლებში მცოვრებ შეჭირვებულ, მარტოხელა მოხუცებს მიეწოდება. წელს პირველად სოფლად მცხოვრები ბენეფიციარები საახალწლო საჩუქრებსაც მიიღებენ.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ განაცხადა:„ ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მინდა დიდი სიყვარულით მივულოცო ახალი წლის შემობრძანება. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო თითოეულ მათგანს“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა