- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 10:43
28 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ დღის ცენტრ "იავნანისა" და ლესის საოჯახო სახლის აღსაზრდელებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.
"იავნანას" 24 აღსაზრდელი ჰყავს, ხოლო ლესის მცირე ტიპის საოჯახო სახლში რვა ბავშვი ცხოვრობს.
დღეს თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური სამსახურის უფროს თამარ ფირცხალაიშვილთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
თავის მხრივ, პატარებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სტუმრებს გულისხმიერებისა და საჩუქრებისთვის.
