25 | 08 | 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გვიმბალაურში 40 ათასი ლარი გამოიყო

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. 2012 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გვიმბალაურისთვის 40 ათასი ლარი გამოიყო.

რწმუნებულმა ნიკო იმნაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან იმნაძემ ადგილობრივებს გააცნეს იმ პროექტების ნუსხა, რის გაკეთებასაც აპირებენ სოფელში. პრიორიტეტულად ადგილობრივებმა საძოვრის შემოღობვა დაასახელეს. როგორც ითქვა, აღნიშნული საძოვარი 150 ოჯახს ემსახურება, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამდენად, თვითონაც იშრომებენ ფიზიკურად.

გამგებლის თქმით, რასაც სოფელი გადაწყვეტს და პრიორიტეტს მიაკუთვნებს, ის პროექტი განხორციელდება.

მოსახლეობამ მოითხოვა ასევე სადრენაჟო არხების გაწმენდა;  გარე განათების მოწყობა; წყლის ტუმბოების შეძენა, რომლითაც 80 ოჯახს მიეწოდება წყალი.

სოფელ ჯუნეწრის მოსახლეობას 17 კმ-იანი წყლის მაგისტრალის რეკონსტრუქცია სურთ, თუმცა, როგორც გამგებელმა აღნიშნა, გამოყოფილი თანხა (14 ათასი ლარი) არ ყოფნის პრობლემის გადაწყვეტას, გამომდინარე აქედან, ბატონმა გიორგიმ შესთავაზა, ხომ არ სჯობდა სარიტუალო დარბაზის მოწყობა, რაზედაც მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა.

მათ მიერ ზემოხსენებული საკითხი უნდა მოაგვაროს წყლის მარეგულირებელმა კომპანიამ, რომელიც წელს ქალაქში 20 კმ-იან მაგისტრალს აკეთებს, მომავალში ამას მიებმება გვიმბალაური.


 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია