19 | 12 | 2017

კომისიამ 75 ადამიანის განცხადება დააკმაყოფილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიამ, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე თავმჯდომარეობს მორიგ სხდომაზე 75 ადამიანის განცხადება დააკმაყოფილა.
მოქალაქეები ერთჯერად სოციალურ დახმარებას სხვადასხვა მიზეზის გამო ითხოვენ. კომისია პრიორიტეტს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფებსა და რთული დაავადებების მქონე პირებს ანიჭებს.
სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით, 75 ადამიანის განცხადება დაკმაყოფილდა, მათზე გაცემულმა თანხამ საერთო ჯამში 11 170 ლარი შეადგინა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა