19 | 10 | 2017

საკრებულომ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, საკრებულომ გადაწყვეტილებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც მიიღო.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“. საკითხი გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა წარმოადგინა. მომავალ წელს სულ 12 სოციალური პროგრამა განხორციელდება.
საკრებულომ დაამტკიცა გაკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“. დამტიცდა გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი 9 სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა.
საკითხის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. 
ცვლილება განპირობებულია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურისათვის ფუნქციების დამატებით. რაც გულისხმობს თანამშრომლების მიერ დამატებითი სამუშაოს შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის ქონების მართვის განყოფილებაში „წამყვანი სპეციალისტი“ შეიცვალა „მთავარი სპეციალისტით“ და ამ განყოფილების მთავარი სპეციალისტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 2 ერთეულით. 
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ . 
საკრებულოს მიერ დამტკიცდა გაკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“. 
საკითხებში ,,სხვადასხვა“ დეპუტატებმა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ იმსჯელეს. მათ შეკითხვებს გამგებელი, ზაზა ურუშაძე პასუხობდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა