21 | 08 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ამავე კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
კომისიის სხდომაზე სოციალური და სოც-კულტურული პროგრამების პროექტები განიხილეს, რომელთა შესახებ გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა ისაუბრა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მომავალ წელს 12 სოციალური და 9 სოც-კულტურული პროგრამი განხორციელება იგეგმება.
კომისიამ საკითხის, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ იმსჯელა.
აღნიშნული საკითხის შესახებ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი სამუშაოების უმეტესობა გარდამავალი პროექტები გახლავთ, მათ შორისაა სუფსა-გულიანის გზის რეაბილიტაცია, ქ.ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობა, ნინოშვილში ე. ნინოშვილის სახელობის მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, ლესისა და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ასევე შუხუთის ბაღის რეაბილიტაცია. მომავალ წელს იგეგმება ასევე 6 ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება, ხოლო 5 ქუჩაზე ტკინა- ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
კომისიის წევრებმა ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი - სერვისის“ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.
კომისიამ ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია