24 | 08 | 2017

კომისიამ მონიტორინგი განახორციელა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგახზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა - ევგენი ჩიჩუამ, ელგუჯა ჩხაიძემ და კახა ურუშაძემ გეგმიური მონიტორინგი კლუბ ,,გურიას“ საფერხბურთო ბაზაზე განახორციელა.
კომისიის წევრების განცხადებით მონიტორინგის მიზანი სპორტულ ბაზაზე არსებული მდგომარეობის შესწავლა გახლდათ.
კომისიამ დაათვალიერა სავარჯიშო სტადიონი, რომელიც დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ასევე მოინახულეს საცხოვრებელი კორპუსის და სასადილოს შენობები. 
კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტერიტორიიის გასუფთავება, ვინაიდან შესაბამის მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ამით სპორტსმენებისთვის დასასვენებლად და საცხოვრებლად შესაბამისი გარემო შეიქმნება. 
კომისიის წევრები ბაზაზე მყოფ თანამშრომელს გაესაუბრნენ. მისი განცხადებით, კლუბის ხელმძღვანელობას წელზე მეტია მისი სახელფასო დავალიანება არ დაუფარავს, ხოლო სხვა თანამშრომელზე ინფორმაციას არ ფლობს. 
კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ ბაზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს და მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია