19 | 08 | 2019

გიორგი გოგუაძემ მოიწონა ახალგაზრდების ჩართულობა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში

მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებში ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი, „კოლაჟი“ ჩაერთო. იმის გასაგებად, თუ რისი მოგვარება სურდათ სოფელში, კლუბის 32 მოსწავლემ თანასოფლელები გამოიკითხა.

დამსწრეთ გამოკითხვის შედეგები ანა ბუცმა გააცნო: სანიაღვრე არხების გაწმენდა; უბნების მიხედვით გარე განათების დასრულება; საგაზაფხული სამუშაოებთან დაკავშირებით შიდა გზების მოწესრიგება; რკინიგზის გადასასვლელზე საქონლის უსაფრთხო გადასვლასთან დაკავშირებით, ტერიტორიის შეღობვა; სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის გამოყვანისთვის ხელშეწყობა; სტადიონის მოწესრიგება. გამგებელმა მოიწონა ახალგაზრდების ასეთი ჩართულობა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

სხვათა შორის, ეს და სხვა საკითხები შეხვედრაზე რწმუნებულმა ირაკლი სარჯველაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ დასვეს. მთლიანობაში ჩიბათისთვის 55015 ლარი გამოიყო, მათ შორის: ზემო ჩიბათისთვის _ 14785 ლარი, ქვემო ჩიბათისთვის _   26450 ლარი, ჭალისთვის 13 780 ლარი.

მოსახლეობის თქმით, არხების გაწმენდასთან ერთად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საყანე ფართობების შეწამვლა. „კოლხეთი-მ“ იწყებს მელიორაციულ სამუშაოებს და, ასე რომ, მალე დაიწყება არხების გაწმენდა.

აგრობიზნესცენტრის დირექტორმა გელა ზოიძემ ისაუბრა ჩაის პროგრამის განვითარებაზე. საწარმო დაფუძნდება ჩიბათში, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თურქი ინვესტორები, რომლებიც სოფელში თხილის საწარმოს გახსნას გეგმავენ, სადაც 80 ადგილობრივი კადრი დასაქმდება. ინვესტორი გეგმავს შენობის გარემონტებას, ასევე დაეხმარება ადგილობრივებს თხილის გაშენებაში.

გამგებლის თქმით, შეხვედრაზე დასმულ ყველა საკითხს  შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ და გადაწყვეტენ. უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა მსგავსი შეხვედრები, მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვდებით: ჩვენ მივდივართ ხალხთან, რათა პირდაპირ მათგან მოვისმინოთ, თუ რა არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი _ განაცხადა გიორგი გოგუაძემ.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია