23 | 10 | 2017

გვიმბალაურში შავი საფარის დაგება სრულდება

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან ერთად გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა.
"დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ. გზა ჩვენი პრობლემა იყო სულ, ახლა კი შავი საფარიც დაგვიგეს. მადლობის მეტი რა გვეთქმის" - გვითხრეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.
შავ საფარს აღნიშნულ მონაკვეთზე (დაახლოებით ორი კილომეტრი) შპს "ვლადნეფტპროდუქტი" აგებს. სამუშაოების ღირებულება 341 933 ათასი ლარია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა