26 | 06 | 2017

დამსახურებულ პიროვნებებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ და საკრებულოს ბიუროს წევრებმა, ია ჩხაიძემ და ბესიკ ტაბიძემ დამსახურებულ პიროვნებას, ექიმ-სტომატოლოგს, ჟურნალისტს ამალია ხუხუა - იმნაძეს შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ბიუროს წევრებმა აღნიშნეს ქალბატონი ამალიას დიდი ღვაწლი და დამსახურება . იგი გახლავთ ქალბატონი, რომელიც პროფესიული საქმიანობის გარდა ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მან მართლაც რომ დამსახურებული, წარმატებული ლანჩხუთელების მატიანე შექმნა.
ქალბატონმა ამალიამ და ასევე მისმა მეუღლემ რეზო იმნაძემ მადლობა გადაუხადეს საკრებულოს წევრებს ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის. 
დღესვე შობა-ახალი წელი საკრებულოს წევრებმა მიულოცეს საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, მაყვალა გვარჯალაძეს, რომელიც 55 წელი ეწეოდა პედაგოგიურ საქმანობას. 
საკრებულოს წევრებმა მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. აღნიშნეს მისი ფასდაუდებელი ღვაწლი, დამსახურება, ინტელექტი და გამორჩეული პიროვნული თვისებები. თავის მხრივ ქალბატონმა მაყვალამ მადლობა გადაუხადა მათ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია