18 | 12 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ბესიკ ტაბიძე აირჩიეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ხელაძის ინიციატივით გაიმართა. 
,,მოგეხსენებათ, რომ ბატონმა გელა კილაძემ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ და შესაბამისად მას შეუწყდა უფლებამოსილება. ამიტომ რეგლამენტის შესაბამისად ჩვენ უნდა ავირჩიოთ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ვისარგებლებ შემთხვევით, ჩემი და თქვენი სახელით, მადლობას გადავუხდი ბატონ გელა კილაძეს ურთიერთთანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისათვის. იგი მუდამ არის ობიუქტური და სამართლიანი, ყოველმხრივ დადებითი პიროვნება. მიხარია რომ ბატონი გელა მაინც რჩება საკრებულოს წევრად და ვუსურვებ მას და მის შესანიშნავ ოჯახს კეთილდღეობას და წარმატებებს “, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია დაასახელოს კანდიდატურა. 
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად ბესიკ ტაბიძე დაასახელა. 
თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა ფარული კენჭისყრით ჩატარდა. რეგლამენტის შესაბამისად, არჩევნების ჩატარების ტექნიკური მხარეს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე ხელმძღვანელობდა.
ფარულ კენჭისყრაში 30 საკრებულოს წევრი მონაწილეობდა. კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოცდაათივე ხმით ბესიკ ტაბიძე აირჩიეს. 
გელა კილაძემ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძეს და კოლეგებს საკრებულოს მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს გამოჩენილი ნდობისა და თანადგომისთვის. ახალარჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ტაბიძეს ახალი თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც აღნიშნა, ის კვლავ გააგრძელებს რიგითი დეპუტატის რანგში მუშაობას. ასევე მადლობა გადაუხადა საკრებულოს აპარატის ყველა თანამშრომელს მათდამი დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის.
ახალარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძემ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს და კოლეგებს გამოჩენილი ნდობისთვის და ერთსულოვნად მხარდაჭერისთვის. როგორც აღნიშნა, ეს პოსტი მისთვის პასუხისმგებლობაა, ისევე როგორც აქამდე დაკავებული თანამდებობები. ის კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ პოზიციაზე.

ბესიკ ტაბიძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად, ამავე წლის ივლისიდან დღემდე გახლდათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. 
იგი გახლავთ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მათ შორის: ლანჩხუთის რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსად, ლანჩხუთის რაიონული განყოფილების უფროსად, ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების დაბა მახინჯაურის პოლიციის უფროსად, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსად, გურიის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად.
ჰყავს მეუღლე მეუღლე და ორი შვილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა