19 | 12 | 2017

ნიგვზიანში შავი საფარის დაგება გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დღეს ნიგვზიანში ნინოშვილის მუზეუმთან მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები მოინახულა.
გზაზე, რომლის სიგრძე სამ კილომეტრზე მეტია, იგება შავი საფარი. სამუშაოებს "ვბლადნეფტპროდუქტი" ასრულებს, ღირებულაბ 704 661 ლარია.
"მუზეუმთან მისასვლელი გზა აქამდე არავის გაუკეთებია, ასფალტი კი არა, მოხრეშვაც პრობლემა იყო, ახლა კი ასფალტი იგება. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ და დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას და უშუალოდ, ბატონ ზაზას, რომ ასეთ ყურადღებას გვაქცევს" - გვითხრეს სოფლის მაცხოვრებლებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე გზაზე მდებარეობს ნიგვზიანის საჯარო სკოლაც.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა