21 | 08 | 2017

გამგებელი დღეს უფასო სასადილოს ესტუმრა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, თენგიზ ხელაძესთან ერთად უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის დაათვალიერა.
სასადილო ადგილზე 60 ბენეფიციარს ემსახურება, ხოლო კვირაში ორჯერ უფასო საკვები ადგილზე მიეწოდება ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 38 შეჭირვებულ ოჯახს.
გამგებელმა ა(ა)იპ-ს ახალ დირექტორთან, დავით ლომაძესთან ერთად სასადილოს ვენტილაციაზე ისაუბრა. გადაწყდა, რომ შენობას აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ვენტილაცია. ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მზრუნველობისა და ყურადღებისათვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია